00:05 - 23 Jul, 2026
|
2022-12-29 17:13:41, 1432 ნახვა
მსოფლიო
Belta - ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა
ბელარუსის ტერიტორიაზე, დღეს, 10:00-დან 11:00 საათამდე შუალედში, უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Belta ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, შემთხვევის შესახებ მთავრობის მეთაურს დაუყოვნებლივ ეცნობა და ადგილზე ახლა საგამოძიებო კომიტეტის, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები მუშაობენ. "განიხილება ორი ძირითადი სცენარი: რაკეტა გაფრინდა ბელორუსის ტერიტორიაზე ისევე, როგორც ბოლოდროინდელი ინციდენტის დროს პოლონეთში, როდესაც რაკეტა არ გაფრინდა სწორი მიმართულებით ან ეს რაკეტა ჩამოაგდო ბელარუსის საჰაერო თავდაცვამ", - წერს ახალი ამბების სააგენტო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)