|
2022-12-26 17:26:01, 979 ნახვა
საზოგადოება
კრწანისში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა და წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა
კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფონიჭალა 3-ში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი გაიხსნა. ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნასთან ერთად, წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო-ანიმაციური პროგრამა მიმდინარეობდა. ჯამბაზებმა ადგილზე მოსული პატარების განწყობაზე იზრუნეს. პატარებთან შესახვედრად სკვერში სანტა-კლაუსი და ელფიც იმყოფებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ილუზიონისტის შოუ, ანიმატორი მასკოტები, სარკეებიან ფორმაში კოსტიუმირებული გმირი და სახეზე მომხატველები. საბავშვო ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიება მუსიკალურად ბენდმა „1/4“ გააფორმა. სკვერის გახსნას თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ. „ოკუპაციის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დავიწყეთ. ამ პროექტისთვის 513 000 ლარი გამოიყო. უამრავი სამუშაო განხორციელდა - რეაბილიტირდა საფეხბურთო და საკალათბურთო სტადიონები, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, სკვერმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და იმედი მაქვს, ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)