14:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 17:13:07, 934 ნახვა

საზოგადოება
ალასანიას განცხადებით, სააკაშვილს მიმოწერის უფლება შეეზღუდა - „წერილმა უნდა გაიაროს კანცელარია, ნებისმიერი წაიკითხავს“

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილის გაგზავნის უფლება შეეზღუდა. 

როგორც ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, წერილის გაგზავნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ის ჯერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შევა. 

"პირადი წერილების გასაგზავნად, ეს შეიძლება მოხდეს კანცელარიის გავლით. კანცელარია უნდა გაიაროს წერილმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიხედოს და წაიკითხოს. თურმე, თუ გინდა რაიმეს გაგზავნა ასე უნდა მოხდეს, როგორც ამოხსნეს",- ამბობს ალასანია. 

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს წერილი გაუგზავნა, სადაც მესამე პრეზიდენტი წერს, რომ  პუტინმა მისი ციხეში მოკვლის ბრძანება გასცა და ის ნამდვილად ციხეში მოწამლეს.

ამასთან, ფეიგინმა მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს უპასუხა და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის დასახმარებლად გეგმა გააჩნია, თუმცა დაელოდება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას და თუ არაფერი მოხდება, მაშინ დაიწყებს მოქმედებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics