|
2022-12-25 01:46:50, 2086 ნახვა
საზოგადოება
სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში შობის დღესასწაული აღნიშნეს
შობის დღესასწაული აღნიშნეს საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში. საზეიმო მსახურება საღამოს, 21:00 საათზე დაიწყო. წირვა ეკლესიის უხუცესმა წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო, შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა. ქადაგება საეკლესიო საგალობლებით გაგრძელდა. „მინდა, მთელ საქრისტიანოს მივულოცო დღევანდელი დღე – ქრისტეს შობა. ეს არის უდიდესი დღესასწაული. ქრისტიანულ სამყაროში, საერთოდ, ორი დღესასწაულია: ქრისტეს შობა და აღდგომა. ორივე ძალიან ლამაზი დღესასწაულია, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევა შობა, თავისი მნიშვნელობითა და მრავალფეროვნებით. სამწუხაროა, რომ თანდათანობით ოჯახები, ქრისტიანები, ცალკეული პიროვნებები რიტუალურად, კულტურის ერთ-ერთ ნაწილად აღიქვამენ ამ დღესასწაულს. შობაზე არის დამოკიდებული კაცობრიობის არსებობის, სიცოცხლის გაგრძელება. დღეს თუ ჩვენ ცოცხლები ვართ, დღეს თუ ჩვენ გვაქვს რაიმე ადამიანური – ეს არის იესო ქრისტეს დამსახურება“, – განუცხადა პირველ არხს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიის წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა. საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია 2017 წელს, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 40-მდე ეკლესიასა და 800-მდე წევრს აერთიანებს.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)