16:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 15:31:23, 1007 ნახვა

საზოგადოება
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საქველმოქმედო ღონისძიებაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“ უმასპინძლა.

ფონდმა 2022 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მოწვეულ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო - მიმდინარე წელს ფონდის მიერ 53 დაჭრილი მებრძოლი დაფინანსდა, ჩატარდა 17 ოპერაცია, მათ შორის 13 ურთულესი, ოფთალმოლოგიური ჩარევა და ა.შ. ღონისძიებაზე ახალი ინიციატივაც გახდა ცნობილი. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის ინგლისური ენის მოსამზადებელი სპეციალური კურსები შეიქმნა. 

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. მან ყურადღება დაჭრილი და დაშავებული სამხედროებისა და ვეტერანების რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ფონდის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ანგარიშზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ფონდის დამფუძნებელი დავით მამულაიშვილი, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი კირუშენ აბიდინოღლუ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე. ვიდეოტელეკონფერენციით კი, ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ჩაერთო. 

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
შემაჯამებელი ღონისძიების მსვლელობის პარალელურად მსურველებს შემოწირულობის გაღება შეეძლოთ. 

2018 წლის ივლისიდან „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდს“ კომპანია „სილქნეთი“ ხელმძღვანელობს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics