|
2022-12-20 19:35:47, 1190 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები 10 972 კვ.მეტრ ფართობზე სრულდება. საგზაო სამუშაოებამდე 1 822 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი, 871 გრძივ მეტრზე კი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ჯამში, აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 2 240 506 ლარამდე დაიხარჯება. გამარჯვების ქუჩაზე აქამდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა. ქალაქ თბილისის მერიისა და გლდანის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მიმდინარე წელს გამგეობამ იაკობისა და გრემის ქუჩები, საზანოსა და ჟვანიას დამაკავშირებელი მონაკვეთი მოაწესრიგა. სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი მერის მოადგილესთან კახა გულედანთან ერთად გაეცნო.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)