17:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 10:17:12, 759 ნახვა

საზოგადოება
„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ საიტის წარმომადგენლებმა, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა მოინახულეს და მისი მართვის სპეციფიკას გაეცნენ

UNESCO-ს პროექტის ფარგლებში, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ საიტის წარმომადგენლებმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიაში „Wadden Sea” - იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა მოინახულეს და მისი მართვის სპეციფიკას გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტი UNESCO-ს მხრიდან გამოყოფილი პირველი გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსგავსად, „Wadden Sea“ გადამფრენი ფრინველებისთვის მნიშვნელოვან მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოში UNESCO-ს საიტის თანამშრომლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო გაცნობოდნენ მსგავსი ტიპის ტერიტორიის მართვის საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკებს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მსოფლიო მემკვიდრეობის საიტის ხელმძღვანელობასთან, მოხდა ვიზიტორთა ცენტრების მონახულება (აღსანიშნავია, რომ „Wadden Sea“-ს 18 ვიზიტორთა ცენტრი აქვს). „Wadden Sea” UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, რომელსაც მართვის 14 წლიანი გამოცდილება გააჩნია და 3 ქვეყანას მოიცავს გერმანიას, დანიასა და ჰოლანდიას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics