|
2022-12-17 15:44:17, 948 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - დისკრეციული პირობები არ ექნება არცერთ კონფესიას, მაგრამ დარჩება ალტერნატიული სამსახური
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებაზე ისაუბრა, რაც გამორიცხავს „რელიგიური ორგანიზაციების“ შესაძლებლობას, დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავის არიდების ძირითადი მიზეზი სასულიერო პირის სტატუსის მოპოვებაა. მისი განცხადებით, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია, მაგრამ თუ მათი რელიგია და მრწამსი არ აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სამხედრო სამსახური, ისინი გაივლიან ალტერნატიულ სამსახურს. თავდაცვის მინისტრმა სამართლებრივ რეგულირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკრეციული პირობები არ ექნება არცერთ კონფესიას, მაგრამ დარჩება ალტერნატიული სამსახური. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დისკრეციული პირობები არ ექნება არც ერთ კონფესიას, თუმცა, მე უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ შინაარსობრივი პრიმატი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აღმატებული უნდა ყოფილიყო და ჩვენ ის პერიოდი ალბათ ვერ გავითვალისწინეთ, რომ ასეთი პრობლემა შეიძლებოდა შექმნოდა ქვეყანას ამის გამო. ეს მომენტი გავუშვით, როდესაც ჩვენ არ შევედით შინაარსობრივი ანალიზის გაკეთებაში, ის რეალურად ახორციელებს სასულიერო პირის ფუნქციებს თუ არა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ხელოვნური და მოგონილი იყო, ალბათ ორიენტირებული ძირითადად ხელის მოთბობაზე. ეს აღარ იქნება, თუმცა იმ ალტერნატივას ჩვენ ვტოვებთ, თუ ობიექტური მიზეზია, როდესაც ადამიანს უბრალოდ არ სურს, რომ გაიაროს საბრძოლო მომზადება და დაიჭიროს ხელში იარაღი. მათთვის ისევ დარჩება ალტერნატიული სამსახური“, - განაცხადა მინისტრმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)