10:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 16:33:01, 2791 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს - დაზიანდა ორი სართული

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ავრცელებს. 

ტიმოშენკოს განცხადებით, დაზიანდა შენობის ორიკ სართული, ხოლო დაბომბვის შედეგა, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. 

„დაახლოებით დილის 11:00 საათზე, რამდენიმე სარაკეტო გამშვების რაკეტები ხერსონის ცენტრს მოხვდა",- წერს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე Telegram-ში. 

ხერსონის ოლქის პროკურატურამ, რეგიონული ცენტრის დაბომბვის გამო, გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაიწყო.

მათივე ცნობით, ქალაქის ცენტრში მნიშვნელოვანი ნგრევა ადმინისტრაციულ შენობას მიადგა. აფეთქების ტალღის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებში ფანჯრები აფეთქდა. ხანძარი ერთ-ერთ კერძო სახლში ჭურვის სახურავზე მოხვედრის შედეგად გაჩნდა.

 
 
 
 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics