|
2022-12-14 12:02:59, 1031 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გიორგი კობიაშვილი უხელმძღვანელებს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო, გიორგი კობიაშვილი წარადგინა. მისი თქმით, გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. „როგორც იცით, ვაკანტური იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით, მთელი საკანონმდებლო ცვლილებები. დედაქალაქის მერია მზადაა, გამოყოს თანხები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ გიორგი კობიაშვილს, რომელსაც უყვარს ცხოველები და წლებია, დაინტერესებულია პრობლემების გადაჭრით. გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. იგი 2016-2018 წლებში მუშაობდა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტში, ხოლო 2018-2022 წლებში იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი და საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ცხოველთა მონიტორინგის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა. „დარწმუნებული ვარ, იმ გამოწვევების დაძლევას, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალებით შევძლებთ. მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქე, ექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. გიორგი კობიაშვილს კი მინდა წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)