22:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 10:11:09, 1156 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისას ატირდა [ვიდეო]

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისას ატირდა.

იტალიაში, ღვთისმშობლის ქანდაკებასთან ტრადიციული საშობაო ლოცვის დროს, უკრაინაზე საუბრისას, პაპს ხმა აუკანკალდა და რამდენიმე წამით ლოცვა შეწყვიტა.

„შენს ცაზე აფეთქებების ბოროტი ღრიალი და სირენების საშინელი ხმა უწყვეტად ისმის. თქვენ ქალაქებს ბომბებით ურტყავენ, რადგან რაკეტების წვიმა იწვევს სიკვდილს, ნგრევას, ტკივილს, შიმშილს, წყურვილს და სიცივეს.

ბევრს მოუწია თქვენი ქუჩებიდან გაქცევა, სახლების და საყვარელი ადამიანების დატოვება. შენი დიდი მდინარეების გვერდით ყოველდღე მიედინება სისხლისა და ცრემლების მდინარეები.

რამდენი ბავშვია მოკლული, დაშავებული ან ობოლი, მოწყვეტილი დედებისგან! მე შენთან ერთად ვტირი ყველა პატარაზე, ვინც ამ ომის გამო დაკარგა სიცოცხლე, როგორც კირა ოდესაში, როგორც ლიზა ვინიცაში და ასობით სხვა ბავშვი: თითოეულ მათგანში დამარცხებულია მთელი კაცობრიობა. ახლა ისინი ღმერთთან არიან, ხედავენ შენს მწუხარებას და ლოცულობენ ამის დასასრულებლად. როგორ შეიძლება არ იგრძნოთ წუხილი მათთვის და იმ ახალგაზრდებისა და მოხუცების მიმართ, რომლებიც დეპორტირებულნი არიან? უკრაინელი დედების ტკივილი უთვალავია“,- განაცხადა ფრანცისკემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics