|
2022-12-08 17:16:47, 1339 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ ნატოს სთხოვა, გამოეყო თანხა ავღანეთის მხარდაჭერის ბიუჯეტიდან
კიევმა ნატოს მიმართა თხოვნით, მიეწოდებინა მისთვის თანხების ნაწილი რომელიც გამოყოფილი იქნა ავღანეთის მხარდასაჭერად. - ამის შესახებ Politico ხუთ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, თანხები, რომელიც ცნობილია ავღანეთის ეროვნული არმიის ნდობის ფონდის სახელით, გამოიყენებოდა ავღანური ჯარების აღჭურვისა და წვრთნისთვის, სანამ თალიბები ქვეყანას დაიკავებდნენ. უკრაინამ რუსეთთან დასაპირისპირებლად ამ თანხიდან 3,4 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა. Politico-ს ინფორმაციით, „ავღანური“ ფულის განაწილება ნატოს ქვეყნებს შორის უთანხმოებას არ იწვევს, მაგრამ მათში ჩნდება კითხვები უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა გაჩნდა მაღალი ინფლაციისა და ენერგიის ფასების ზრდის გამო მოსალოდნელი რეცესიის შიშის ფონზე. რამდენიმე ქვეყანა უკვე დათანხმდა უკრაინაში მათი „ავღანური“ ფულის გადარიცხვას. მათ შორისაა ნიდერლანდები, რომელმაც ანგარიშზე ჯამში 134 მილიონი დოლარი შეიტანა. მათი თქმით, ამ თანხის ნაწილის მაინც გადარიცხვას უკრაინაში გეგმავენ. ლიტვამ ასევე განაცხადა, რომ მზად იყო კიევში გადარიცხოს 2,8 მილიონი დოლარი „ავღანური“ ფულიდან.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)