|
2022-12-08 10:54:52, 1298 ნახვა
მსოფლიო
პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს - პედრო კასტილო დინა ბოლუარტემ შეცვალა
პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. BBC-ის ცნობით, დინა ბოლუარტე ქვეყნის პირველი პირი ხდება მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი პედრო კასტილო დააკავეს. ბოლუარტემ, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ქვეყნის დედაქალაქ ლიმაში გამართულ ცერემონიაზე ფიცი უკვე დადო. ”რასაც მე ვითხოვ, არის სივრცე და დრო ქვეყნის გადასარჩენად”, - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას. რაც შეეხება ექსპრეზიდენტ პედრო კასტილოს, როგორც BBC წერს, მოვლენების დრამატული ჯაჭვი დაიწყო ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, როდესაც კასტილომ სატელევიზიო მიმართვისას, პერუში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ოპოზიციური უმრავლესობით წარმოდგენილი პარლამენტის დაშლა და კონგრესის „განსაკუთრებული საგანგებო მთავრობით“ ჩანაცვლება სცადა. პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა - რამდენიმე მინისტრი პროტესტის ნიშნად გადადგა. საგანგებო სესიაზე შეკრებილმა დეპუტატებმა კი, პედრო კასტილო იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა და დააპატიმრა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)