|
2022-12-06 17:22:11, 1914 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - მტკიცებულება დევს ლობისტების მიმართ, რომლებმაც აპიარებენ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობას
რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ერთი და იგივე ფოტოთი და სათაურით იძებნება უცხოურ მედიაში სტატიები. ეს იმას ნიშნავს, რომ პიარ კამპანია ლობისტების მიერ დაიგეგმა და ხორციელდება. ხელშეკრულება შევიდა ძალაში, რომ ლობირება გაუწიონ ავადმყოფობის შესახებ კამპანიას, ეს არის და ეს,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ლობისტურმა კომპანიამ დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ლობირება, ამის არგუმენტად მან საერთაშორისო მედია მოიყვანა, სადაც დღეს, ერთი და იგივე სათაურით და ფოტოთი გავრცელდა ინფორმაცია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ. ,,მაშინ, სააკაშვილი იყო ციხეში, ახლა არის სამკურნალო დაწესებულებაში. აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა. მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს სამედიცინო პერსონალი და ექიმები. შესაბამისად, დეპუტატების რაღაც ზედმეტი აქტივობა, უმრავლესობის წევრების, იმასთან დაკავშირებით, რომ მაინცდამაინც შევიდნენ და გაეცნონ მის მდგომარეობას, ასეთი საჭიროება არ დგას. სხვათა შორის, ნახეთ და გახსოვთ, მაშინ, სპეკულაციებს აეხადა ფარდა და სიმართლე იყო განსხვავებული, ვიდრე ამას თქვენი ტელევიზია და თქვენი პარტია ამბობდა. მე ნამდვილად არ ვარ ექიმი, რომ შევაფასო მოცემულობა. მაგალითად, რომელიმე დამნაშავე ადამიანის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მაგრამ, ჩვენ გვახსოვს, ემპათიის, ასეთი ცენტრი რომ არსებობს, დასკვნა იმის შესახებ, რომ პატიმარი სააკაშვილი აწამეს ციხეში და ამის შედეგად აქვს ტრავმული დაზიანებები. როდესაც არაპროფესიონალი, ამ შემთხვევაში ჩემი სახით, რომელიც შესაძლოა სამედიცინო ტერმინოლოგიაში ვერ ერკვეოდეს კარგად, კითხულობს, ყველა ექიმი არ არის ამ ქვეყანაში, რომ ციხეში აწამეს და ტრავმები განუვითარდა, მაშინ ვაკეთებთ დასკვნას, რომ ეს არის ტყუილი და თავად დასკვნა შესაძლოა იყოს ტყუილზე აგებული. თუმცა, ეს ჩვენი განსასჯელი ნამდვილად არ არის. შესაბამისი კომპეტენცია, ერთი მხრივ, გააჩნიათ ექიმებს და, მეორე მხრივ, გააჩნია სასამართლოს. არც ერთია ჩვენი საქმე და არც მეორე. უბრალოდ, პოლიტიზება არის დაკვეთა, პირდაპირი მტკიცებულება დევს ამის შესახებ ლობისტების მიმართ, რომლებმაც დაიწყეს მოქმედება და აპიარებენ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობას. ეს არის და ეს. დანარჩენი სასამართლოს და ექიმების საქმეა,’’ - განაცხადა მდინარაძემ.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)