00:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 15:14:32, 921 ნახვა

საზოგადოება
ღარიბაშვილი - ჩვენს პატრიარქს მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტი წარვუდგინე

ირაკი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა და მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა.  ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება. 

მისივე თქმით, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. 

"დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. 

ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ.

მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას",- წერს ღარიბაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics