19:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 13:35:31, 2213 ნახვა

სხვადასხვა
ტელეკომპანია Дождь-ი მაუწყებლობას აგრძელებს და ლიცენზიის გაუქმებას უსამართლოდ მიიჩნევს

ტელეკომპანია «Дождь»-ის რედაქტორებმა, რომელსაც ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია დღეს გაუუქმეს, განაცხადეს, რომ გააგრძელებს მუშაობას.

„ლატვიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეარხ „დოჟდს“ ლიცენზიის გაუქმებაზე. ტელეარხი შეწყვეტს საკაბელო მაუწყებლობას, მაგრამ დარჩება YouTube-ზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა ბრალდებას მივიჩნევთ უსამართლოდ და აბსურდულად“, - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.
6 დეკემბერს ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეარხ Dozhd-ის მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დოჟდმა თავისი წამყვანი ალექსეი კოროსტელევი გაათავისუფლა იმის გამო, რომ ეთერში თქვა მობილიზებულ რუსი სამხედროების ტელევიზიის მხრიდან მომარაგების შესახებ.

«Дождь»-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ გამომცემლობა მედუზასთან ინტერვიუში განუცხადა, რომ არხს არ უცდია ლატვიის ხელისუფლებასთან „მოლაპარაკება“ და რომ ნანობს ჟურნალისტის კოროსტელევის ნაჩქარევად გათავისუფლებას.

მანამდე NEPLP-მა დოჟდი 10 000 ევროთი დააჯარიმა. ჯარიმა დაწესდა იმის გამო, რომ ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას "ჩვენი არმია" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics