03:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 10:15:44, 1088 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების ჩატარების სივრცეებს ზღუდავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს იმ ადგილების სიას, სადაც აკრძალულია შეხვედრები, მიტინგები, მსვლელობები და დემონსტრაციები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „РИА Новости“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამიერიდან შეუძლებელი იქნება აქციების გამართვა საჯარო ხელისუფლების შენობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აეროპორტებში, რკინიგზისა და ავტობუსის სადგურებზე, პორტებში, უნივერსიტეტების, სკოლებისა და საავადმყოფოების ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთებზე, სადაც ეკლესიები და სხვა სტრუქტურები მდებარეობს. 

გარდა ამისა, აკრძალვა გავრცელდება სიცოცხლის დამხმარე ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტრო, თერმული, წყლის და გაზის ქსელების მუშაობას. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე აქციების გამართვა პრეზიდენტის რეზიდენციებთან, სასამართლოებთან, ციხეებთან და საგანგებო ოპერაციულ სამსახურებთან ახლოს იყო აკრძალული.

ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ თითოეულ რეგიონს შეუძლია დამატებით დააწესოს საკუთარი აკრძალვები შეხვედრების, მიტინგებისა და დემონსტრაციების ადგილებზე, თუ ასეთი ღონისძიება "განპირობებულია რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ისტორიული, კულტურული და სხვა ობიექტური მახასიათებლებით".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics