|
2022-12-05 16:51:50, 1035 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ნადარეიშვილი OECD friends of Eurasia enlarged session - ის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი OECD-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ორგანიზებით დაგეგმილ წლიურ შეხვედრაში OECD friends of Eurasia enlarged session - ში მონაწილეობს, სადაც განიხილება უკრაინის ომის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე და არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და შესაძლებლობები რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, აგრეთვე 2023 წელს ქ. თბილისში დაგეგმილი მინისტერიალის, ევრაზიის კვირეულის მთავარი თემები. შეხვედრაზე ასევე შეჯამდება OECD-ს მიერ 2022 წელს განხორციელებული პროგრამები და 2023 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. წლიური შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარეობს. შეხვედრაში პირველად მონაწილეობენ OECD–ს ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამაში (OECD Eurasia Competitiveness Programme) ჩართული ქვეყნების ელჩები. ამ პროგრამის თანათავმჯდომარის სტატუსით აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეობს საქართველო, რომელიც, პოლონეთთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამხრეთ კავკასიის ინიციატივის თანათავმჯდომარე ქვეყანაა და აგრეთვე ყაზახეთი, ცენტრალური აზიის ინიციატივის თანათავმჯდომარე ევროკავშირთან ერთად. ღონისძიების პარალელურად, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, საქართველოსა და OECD -ს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)