|
2022-12-01 15:32:37, 936 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრეთ მამედოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ბაქოში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე უწყებებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების აღსრულების ნაწილში ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. "უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გაიმართება. ფორუმზე ხელი მოეწერება ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს 2023 წელს როგორც ცენტრალურ, ისე სექტორულ დონეზე ერთობლივ ღონისძიებებსა და ინიციატივებს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე ესწრებოდნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)