|
2022-11-28 14:18:20, 957 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი სააკაშვილზე - აქვს ძალიან მკვეთრი წონის დაკარგვა და პრაქტიკულად სულ წევს
აქვს ძალიან მკვეთრი წონის დაკარგვა და პრაქტიკულად სულ წევს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ვივამედში" მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ლომჯარიამ მედის წარმომადგენლებს უთხრა, ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლა ოქტომბრის დასაწყისიდან შეინიშნება. "როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის, ასევე არ ჯდება. განსაკუთრებით, როგორც ექიმი ამბობს, დინამიკაში უკუსვლა არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ოქტომბრის დასაწყისიდან. ექიმის თქმით, ამას ის უკავშირებს შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში... შუამდგომლობა, ალბათ, დამოკიდებული იქნება ექსპერტიზის დასკვნაზე. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, რომელიც ვიცი, რომ იქნება მრავალმხრივი, მივიღებთ გადაწყვეტილებას. გააჩნია, როდის იქნება ეს დასკვნა გამოქვეყნებული", - განაცხადა ომბუდსმენმა. ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრჩხილის ანალიზმა ორგანიზმში დარიშხანის არსებობა გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)