|
2022-11-22 12:09:17, 775 ნახვა
საზოგადოება
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ანალოგიური პროექტები დედაქალაქში ინტენსიურად განხორციელდება. „დასრულდა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია. ტერიტორია იყო სრულიად მოუწესრიგებელი, მძიმე მდგომარეობაში. სამუშაოების შედეგად, სკვერი მთლიანად განახლდა და კეთილმოეწყო. ტერიტორიაზე არ არსებობდა საბავშვო სივრცე, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ფილები. რეაბილიტაციის ფარგლებში კი, ბაღში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით, ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ, რადგან დღეს ყველაზე მეტად მწვანე, რეკრეაციული სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და პირველ რიგში, მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, დაისვენონ, განიტვირთონ, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, დემონტაჟი ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარის შენობა-ნაგებობას, რითაც სკვერს დაუბრუნდა თავისი ტერიტორია და მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდა.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)