07:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 17:39:37, 1103 ნახვა

საზოგადოება
აჭარული ნაქარგობებით გაფორმებული ფესტივალი „განდაგანა“ განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა

წელს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ხალხმრავლობითა და საინტერესო პროგრამით გამოირჩეოდა. აჭარული ნაქარგებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი პროდუქტები, სოფლის ნობათი, კერძები, ხელნაკეთი ნივთები და ულამაზესი დეკორაციები იყო გამოფენილი. წლევანდელი ფესტივალის ძირითად თემას აჭარული ნაქარგები წარმოადგენდა, რომლის დეკორაციებით, ლაითბოქსებით, დროშებითა და ბანერებით იყო მორთული საფესტივალე სივრცე.  

დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარულ ტრადიციებს, ფოლკლორს, აჭარული კერძების მომზადებისა და ღვინის საწნახელში დაწურვის პროცესს დასწრებოდნენ, პარალელურად კი მონაწილეობა მიეღოთ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც აჭარის ხუთივე მონიციპალიტეტის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი გიდების მონაწილეობით ფესტივალის ფარგლებში მოეწყო კულინარიული შეჯიბრება, რომელზეც გუნდებმა კულინარიული გზამკვლევიდან ,,კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ რამდენიმე აჭარული კერძის მოამზადეს. 

წელს, პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახის გაცოცხლდა უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი- ,,ფადიკო“, რომელიც  ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარული ნაირსახეობაა. წარმოდგენა ქალაქის ქუჩებში დაიწყო და ევროპის მოედანზე დასრულდა. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ზვიად ბოლქვაძემ, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“, კახაბერმა და ხანუმებმა იზრუნეს. 

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics