|
2022-11-20 12:20:12, 1097 ნახვა
საზოგადოება
მცხეთის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
მცხეთაში, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო ბაზაზე დაბა თიანეთისა და სტეფანწმინდის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსწავლეებს მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა აბრამიშვილმა უმასპინძლა და ჯარისკაცების ცხოვრების პირობები გააცნო. სტუმრებს ბატალიონის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სამხედრო ბაზის შესახებ ისტორია გააცნეს. სკოლის მოსწავლეებმა სამხედროების საცხოვრებელი პირობები და სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)