|
2022-11-17 14:31:32, 855 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი SEDM შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე სოფიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ოკუპაციასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ მინისტერიალის მონაწილეებმა ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. „ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. 2017 წელს საქართველომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს პირველად უმასპინძლა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)