|
2022-11-16 11:56:54, 1726 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთს ვთავაზობთ მხარდაჭერას და დახმარებას მიმდინარე გამოძიებაში - NATO-ს და G7-ის განცხადება
NATO-ს და G7 ლიდერებმა საგანგებო შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლონეთს, ქვეყნის აღმოსავლეთში ღამით მომხდარი აფეთქების შემდეგ. მსოფლიო ლიდერების თქმით, ისინი გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას რათა განსაზღვრონ მომდევნო ნაბიჯები. "ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც რუსეთმა განახორციელა სამშაბათს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ განვიხილეთ აფეთქება, რომელიც მოხდა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის საზღვართან. ჩვენ ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას პოლონეთის მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კავშირში, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)