|
2022-11-16 11:19:00, 1113 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის შეთავაზება Visa ბარათით Google Pay-ით ყველაზე მეტჯერ გადახდისას
ბაზისბანკის Visa ბარათების მფლობელები, 16 ნოემბრიდან ორი კვირის განმავლობაში, Google Pay-ით მინიმუმ 20 ლარიანი ტრანზაქციის ყველაზე მეტჯერ განხორციელების შემთხვევაში, ბანკისგან Google Pixel 6 Pro-ს მფლობელები გახდებიან. სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, Google Pixel 6 Pro სმარტფონით, ჯამში 5 ადამიანი დასაჩუქრდება. ბაზისბანკის Visa ბარათით, ნებისმიერ კვების ობიექტსა და სუპერმარკეტში Google Pay-ით გადახდისას, მომხმარებლები ასევე 20% ქეშბექით ისარგებლებენ. ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკმა, 15 ნოემბრიდან, Android და WearOS მოწყობილობებისთვის, მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების - Google Pay-ს მხარდაჭერა, საქართველოში, ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო. ბაზისბანკის Visa ბარათების მფლობელებს შეუძლიათ მარტივად დაამატონ სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet ციფრულ საფულეში, რომელიც უკონტაქტო გადახდებს ნებისმიერ ადგილას ახორციელებს, სადაც ტერმინალით გადახდაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)