00:07 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 10:01:42, 1899 ნახვა

ომი უკრაინაში
ამერიკელი გენერალი - ომში 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა - სავარაუდოდ, უკრაინის მხარესაც

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა.

ამერიკელი გენერალი ვარაუდობს, რომ კიევის ძალებსაც მსგავსი მსხვერპლი ექნებათ.

„თქვენ უყურებთ 100000-ზე მეტ მოკლულ ან დაჭრილ რუს ჯარისკაცს. იგივე, ალბათ, უკრაინის მხარეზეც“, - თქვა მილიმ ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას. 

როგორც Reuters წერს, ომის მიმდინარეობის პერიოდში, მილის მიერ მოწოდებული მაჩვენებლები ყველაზე ზუსტია. 

ამერიკელმა გენერალმა ასევე თქვა, რომ არსებობს ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების შანსი და რომ სამხედრო გამარჯვება შესაძლოა ვერც რუსეთისთვის და ვერც უკრაინისთვის იყოს შესაძლებელი.

„უნდა არსებობდეს ორმხრივი აღიარება, რომ სამხედრო გამარჯვება, ალბათ, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, შესაძლოა არ მიიღწევა სამხედრო საშუალებებით და ამიტომ თქვენ უნდა მიმართოთ სხვა საშუალებებს. აქ არის... შესაძლებლობა, მოლაპარაკების შესაძლებლობა“, - თქვა მილიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics