|
2022-11-10 09:37:34, 1193 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - არჩევნების დღე კარგი იყო დემოკრატიისთვის
ვფიქრობ, ეს კარგი დღე იყო დემოკრატიისთვის, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის შუალედურ არჩევნებს. როგორც თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელები კვლავინდებურად იმედგაცრუებული არიან, თუმცა მისი ოპტიმიზმი გამართლდა და ამ დროის შედეგების მიხედვით, "შვებით ამოისუნთქა". "თავისი არჩევანით, ამერიკელმა ხალხმა თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ქვეყნის მასშტაბით შტატებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა იყო. არ ვიცით ჯერ ყველა შედეგი. ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ მზად არის "რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობისთვის, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კომპრომისზე ვერ წავა. მისივე თქმით, 2024 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. ”ჩვენი განზრახვა არის ხელახლა კენჭისყრა. ეს იყო ჩვენი განზრახვა”, - უთხრა ჟურნალისტებს ბაიდენმა. ცნობისთვის, კონგრესის შუალედური არჩევნების ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, "დემოკრატებმა" სენატში 50, ხოლო "რესპუბლიკელებმა" 48 მანდატი მოიპოვეს. რაც შეეხება წამომადგენელთა პალატას, აქ 210 192-ის წინააღმდეგ, "რესპუბლიკელები" ლიდერობენ.
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)