11:53 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 11:12:36, 943 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ თელავში მარკის „მეფე ერეკლე II“ პრეზენტაცია გამართა

7 ნოემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნა, სადაც გაიმართა მარკის „მეფე ერეკლე II“ პრეზენტაცია.

“საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, თელავში საიუბილეო ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„საფოსტო გზავნილების განხორციელება 2022 წლის მიწურულს უკვე მეფე ერეკლე II მარკით არის შესაძლებელი. მარკა, რომელზეც გამოსახულია მეფე ერეკლე II, მიმოქცევაში შევა ნოემბერში და ხელმისაწვდომი იქნება „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.

„ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება. მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს ტრადიციულად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics