09:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 13:18:43, 1679 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერის პარტიამ გაიმარჯვა - ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში ბრუნდება

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. ქვეყანაში, ბოლო სამ წელში ჩატარებული მეხუთე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თანამდებობის დატოვებიდან 14 თვის შემდეგ, ხელისუფლებაში ბრუნდება. 

ნეთანიაჰუს პოლიტიკურმა ძალა "ლიკუდმა“, მისმა ულტრამემარჯვენე და რელიგიურმა მოკავშირეებმა ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში 64 ადგილი მოიპოვეს.

როგორც BBC წერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც ნათელი იყო, რომ ნეთანიაჰუ ხმათა უმრავლესობას მოიპოვებდა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა "ლიკუდის" მხარდაჭერებს მიმართა, რომ "შექმნის მთავრობას, რომელიც იზრუნებს ისრაელის ყველა მოქალაქეზე, გამონაკლისის გარეშე".

"ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას, შევამცირებთ ცხოვრების ხარჯებს, კიდევ უფრო გავაფართოვებთ სამშვიდობო წრეს, აღვადგენთ ისრაელს, როგორც მზარდ ძალას ერებს შორის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ყოფილ პრემიერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა, იაირ ლაპიდმა.

BBC-ის ინფორმაციით, ლაპიდი ტელეფონით დაუკავშირდა ნეთანიაჰუს, წარმატება უსურვა და პირობა დადო, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი ყველა წესის დაცვით მოხდება.

ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუ არის მტკიცე მხარდამჭერი ისრაელის დასახლების მშენებლობის პროექტის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ოკუპირებულია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის შემდეგ. იქ დასახლებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება.

ის ასევე ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმულას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ში.

ყოფილი პრემიერი ასევე ამჟამად სასამართლოში იმყოფება სავარაუდო მოსყიდვის, თაღლითობისა და ნდობის დარღვევისთვის - ბრალდებებს ის კატეგორიულად უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics