|
2022-10-28 14:10:10, 1774 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას რუსული რაკეტისა და დრონების ჩამოგდებით
ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ახლა უკრაინას ვაწვდით, დიდი მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა Deutsche Welle-ზე გადაცემა Conflict Zone- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ახლა უკრაინას ვაწვდით, დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას მრავალი რუსული რაკეტისა და უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება - მოკავშირეები ახლა უფრო აქტიურდებიან", - განაცხადა გენმდივანმა. სტოლტენბერგმა დასძინა, რომ დასავლეთის დახმარებამ თავდაპირველად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საჰაერო უპირატესობის დამყარება უკრაინის ტერიტორიაზე და ამან გავლენა მოახდინა მთლიანი კამპანიის წარმატებაზე. ”ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო უკრაინის სამხედროების შესაძლებლობით, გამოეყენებინათ ძველი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც მათ უკვე ჰქონდათ. ნატო-ს მოკავშირეებმა მათ მიაწოდეს საბრძოლო მასალები ამ სისტემებისთვის, შემდეგ კი დაიწყეს ახალი სისტემების მიწოდება. ნათელია, რომ გერმანია აწვდის უკრაინას მართლაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენმდივანმა კიდევ ერთხელ დადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ალიანსი არ დაუშვებს, რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი მოიგოს.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)