11:25 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 09:06:55, 920 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - არ გვჭირდება ბირთვული შეტევა უკრაინაზე, აზრი არ აქვს - არც პოლიტიკური და არც სამხედრო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამჯერად აცხადებს, რომ უკრაინაზე ბირთვულ თავდასხმას არ გეგმავს, რადგან "აზრი არ აქვს". 

თუმცა, როგორც პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  "სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, არსებობს მისი გამოყენების რისკი".

„ჩვენ არ გვჭირდება ბირთვული შეტევა უკრაინაზე, აზრი არ აქვს – არც პოლიტიკური და არც სამხედრო“, - ამბობს პუტინი. 

პუტინი ასევე ირწმუნება, რომ რუსეთს „არასოდეს უსაუბრია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და მის განცხადებებს “დასავლელი პოლიტიკოსების სიტყვებზე" რეაგირებას უწოდებს. 

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს.  სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics