06:02 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 21:13:08, 1765 ნახვა

ომი უკრაინაში
ვერეშჩუკი უკრაინელ ლტოლვილებს - დარჩით საზღვარგარეთ, რადგან ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვა მოახლოებულია

დარჩნენ საზღვარგარეთ სამშობლოში რუსეთის დაბომბვის მიერ შექმნილი ენერგოკრიზისის გამო. - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამშობლოში დაბრუნებისგან გაზაფხულამდე თავი უნდა შეიკავონ.

„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთხოვო მათ, არ დაბრუნდნენ. ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ზამთარს. სამწუხაროდ, ელექტროქსელი ამას ვერ გადაიტანს. თქვენ ხედავთ, რას აკეთებს რუსეთი. ახლა დაბრუნება ნიშნავს თქვენი თავის, თქვენი ნათესავების რისკის წინაშე დაყენებას. ასე რომ გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს. თუ გაქვთ შესაძლებლობა, დარჩით საზღვარგარეთ, გაატარეთ ზამთარი საზღვარგარეთ. გაზაფხულზე, როდესაც ძალიან ვიმედოვნებ, ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ხარკოვის და ხერსონის რეგიონებს, ისევე როგორც დანარჩენ უკრაინას, გვსურს, რომ თქვენ უკრაინაში დაბრუნდეთ“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics