|
2022-10-26 11:23:16, 759 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის რეგიონულ კოორდინატორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს, მაჰირ ალიევს შეხვდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და UNEP-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მინისტრმა ქვეყანაში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა-გავრცელების პროექტის განხორციელების პროცესში UNEP-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა. გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულმა კოორდინატორმა, EU4Environment პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების (SPP) მიდგომებისა და დებულებების დანერგვის პროცესში, საზოგადოების ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთანავე, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, ქვეყანაში ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2022-2026) იმპლემენტაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემო გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)