|
2022-10-25 16:02:16, 819 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, რიტა ალმეიდას შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, რიტა ალმეიდას, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროგრამის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით ჩამოვიდა საქართველოში. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაწყების მნიშვნელობას ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სექტორების გაძლიერების მიმართულებით. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღნიშნულ სექტორებში ქვეყანამ გაატარა ძირითადი რეფორმები, თუმცა საჭიროა შემდგომი ტრანსფორმაციული ცვლილებები, რათა ადამიანური კაპიტალი იყოს ქვეყნის ზრდისა და კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალა. მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესში მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ ადამიანური კაპიტალის პროგრამის წარმატებით იმპლემენტაციას.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)