23:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 11:11:57, 1388 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ და „თიბისი ლიზინგმა“ , “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” წევრი კომპანიების ტრადიციული შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში, როგორც ასოციაციის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს „თიბისიმ“ და „თიბისი ლიზინგმა“.

შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიების - სამშენებლო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელების პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა მიმართულებებიც განსხვავებული და მრავალფეროვანია.

ღონისძიება 2 ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში, პრეზენტაციები და პანელური დისკუსია ჩატარდა. საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ინდუსტრიისათვის აქტუალური საკითხები განიხილეს და ამ საკითხებთან მიმართებით პოზიციებზე ჩამოყალიბდნენ. ღონისძიების მეორე ნაწილი კი, არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას დაეთმო.

„„თიბისი“ ლიზინგის პორტფელის ფაქტობრივად მესამედი ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე მოდის. ჩვენი კომპანია მსხვილი პროექტების კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების ფინანსური მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ,  მოხარული ვართ, რომ  ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მოგვეცა საშუალება ვყოფილიყავით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორი და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი ფინანსური პროდუქტების შესახებ”, - ზურაბ გუგუშვილი, „თიბისი“ ლიზინგის კომერციული დირექტორი.

ცნობისთვის, 19 წელია, რაც „თიბისი“ ლიზინგი  საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც დივერსიფიცირებულია ინდუსტრიების მხრივ და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის მშენებლობას, დეველოპმენტს, მომსახურებას, საგზაო მშენებლობას, მედიცინას, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობას, ჰორეკას, მსუბუქ მრეწველობას, განახლებად ენერგიას, საავტომობილოს, ტექნოლოგიას, მედია და ტელეკომუნიკაციას და პოლიგრაფიას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics