13:17 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 10:23:35, 1314 ნახვა

მსოფლიო
აშშ - უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადება სასოწარკვეთის ტაქტიკაა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, სასოწარკვეთის ტაქტიკაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ვედანტ პატელის თქმით, "რაც არ უნდა თქვას კრემლმა, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა".

"არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს და ამ ოლქებში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს ქაღალდზე დადგენილებით თუ სხვაგვარად რამეს დაწესებას, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics