|
2022-10-19 11:15:01, 1302 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის ინვესტიციით ყვარელში კაკლის ბაღები გაშენდა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის და სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ყვარლის რაიონ სოფელ ბალღოჯიანში კაკლის ბაღების გასაშენებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 182,000 ლარი შეადგინა, აქედან ბაზისბანკის მიერ გაცემული ინვესტიციის მოცულობა 137,000 ლარია, ხოლო სხვაობა სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში დაფინანსდა. პარტნიორობის ფარგლებში, კაკლის ბაღები 18 ჰექტარზე გაშენდა და სრულად მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ამჟამად კაკალი უკვე მოსავლიანია და 2023 წელს 50 ტონამდე მოსავალს მიიღებს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე მოხდება, ხოლო წარმადობის ზრდასთან ერთად, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაზისბანკსა და აგრო მეწარმეს შორის პარტნიორული თანამშრომლობა 2013 წლიდან დაიწყო. მეურნეობის გაფართოების მიზნით, თანამშრომლობის პერიოდში, ბაზისბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში 600,000 ლარამდე შეადგინა. „ბაზისბანკთან ჩვენი პარტნიორობა წლების წინ დაიწყო. ბანკის ფინანსური ჩართულობითა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წელს საფერავის ჯიშის ვენახები 4 ჰექტარზე გავაშენეთ. უკვე არსებულ ვენახებში დაფინანსდა ძირითადი საშუალებების შეძენა, განვაახლეთ არსებული ვენახები, შემოიღობა ბაღები და მოეწყო წვეთოვანი სისტემები, შევიძინეთ სოფლის მეურნეობის უახლესი ტექნიკა. ასევე მოვაწყეთ საოჯახო მარანი“ - აღნიშნა ინდ. მეწარმე გიორგი პაპუაშვილმა.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)