|
2022-10-17 17:34:56, 1536 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი გერმანიის ელჩს საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ესაუბრა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის პროგრამის მნიშვნელობას, რომელსაც ერთი თვის წინ მოეწერა ხელი გერმანიაში მისი ვიზიტის ფარგლებში. რატი ბრეგაძის განცხადებით, დოკუმენტი მხარეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და ითვალისწინებს ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარებას გერმანიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების თანამშრომელთა მივლინებების გზით; საექსპერტო დახმარებას ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და იუსტიციის სფეროს გაციფრულების მიზნით; ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის განვითარების, აგრეთვე მსჯავრდებულთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას. რატი ბრეგაძემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ უკვე არსებობს შეთანხმება გერმანელ კოლეგასთან საქართველო-გერმანიის ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის დაფუძნებაზე, რომელიც თბილისსა და ბერლინში მორიგეობით გაიმართება. იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის დარგობრივი ურთიერთობა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ მეტად ინტენსიური გახდება. გერმანიის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)