11:34 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 22:23:28, 1706 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - მისასალმებელია ევროსაბჭოს რეზოლუცია , რომელიც რუსეთის რეჟიმს ტერორისტად აცხადებს

მივესალმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ ძლიერ რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ აცხადებს. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გზას უხსნის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილებებს. 

"მივესალმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ ძლიერ რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ აცხადებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გზას უხსნის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილებებს. მოვუწოდებ მათ, დაეყრდნონ ამ რეზოლუციას და ჩაატარონ ეროვნული კენჭისყრა“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics