|
2022-10-13 17:28:59, 949 ნახვა
საზოგადოება
შალვა ნათელაშვილი - ივანიშვილ-კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყო
თბილისში ივანიშვილ-კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყო,- ასე ეხმიანება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. მისი თქმით, "მილიონების მკეთბელი" კახა კალაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. "თბილისში ივანიშვილ--კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყო. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში არ მომხდარა. თავიაანთი ბავშვები დისნეილენდებში დაჰყავთ. ჩვენებისთვის დენის დარტყმა ემეტებათ. ნახეთ ვინ აკეთებდა ამ ე.წ პარკის კეთილმოწყობას დარწმუნებული ვარ ქოცების ფრთის ქვეშ შეფარებული და მათი დამფინანსებელი კომპანია. კორუმპირებული,ბავშვთა სიცოცხლის ხარჯზე მილიონების მკეთბელი მერი კალაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს",- წერს ნათელაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)