14:54 - 23 Jul, 2026
|
2022-10-12 10:47:34, 911 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება მსოფლიო კონფლიქტის ესკალაციას დააჩქარებს
უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება მსოფლიო კონფლიქტის ესკალაციას დააჩქარებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს. მისივე თქმით, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამარცხებას, არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ ბლოკი ომში რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობს. "უსწრაფესი გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის მსოფლიო ომის შეუქცევად შედეგებამდე არის კიევისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება", - წერს მედვედევი Telegram არხზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)