12:45 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 11:15:04, 1776 ნახვა

ომი უკრაინაში
როგორ გამოიყენებს კრემლი ბელარუსს უკრაინის წინააღმდეგ ომში - ISW-ის ექსპერტების ვარაუდი

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი რუსული ძალები ბელარუსში, რათა ხელი შეუშალოს უკრაინული ძალებს სხვაგან გადაადგილებასა და კონტრშეტევაში მონაწილეობის მიღებას.

10 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს 20-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის კიევზე.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმის ბრძანება გასცა ქერჩის სრუტის ხიდზე „ტერორისტული თავდასხმის“ საპასუხოდ.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პროპორციულ ესკალაციას გააგრძელებს სამომავლო საპასუხო ქმედებებში. მისი თქმით, თუ უკრაინა გააგრძელებს "ტერორისტულ თავდასხმებს" , რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მისი მასშტაბები შეესაბამება რუსეთის ფედერაციის საფრთხის დონეს.

რუსეთისა და ბელარუსის ჯარები, როგორც ადრე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეუტიონ უკრაინას ჩრდილოეთიდან, მიუხედავად ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც, ბელარუსი და რუსეთი შეთანხმდნენ საკავშირო სახელმწიფოს ძალების რეგიონული ჯგუფის განლაგებაზე.

ISW ვარაუდობს, რომ კრემლს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი რუსული ძალები ბელორუსიაში, რათა დააკავოს უკრაინული ძალები კიევის მახლობლად და ხელი შეუშალოს მათ სხვაგან გადაადგილებას კონტრშეტევაში მონაწილეობის მისაღებად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics