12:47 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 10:20:53, 1817 ნახვა

ომი უკრაინაში
სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე - დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 105 კი დაშავდა

უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური იტყობინება .

კიევსა და 12 რეგიონში დაბომბვის შედეგად 30-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა.კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლისა და ხმელნიცკის რაიონებში 301 დასახლებული პუნქტი ენერგეტიკის გარეშეა დარჩენილი.

„სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ელექტროენერგიის მიწოდებაში ჩართო 22 ელექტროსადგური, მათ შორის 15 ჯანდაცვის დაწესებულება დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის რეგიონებში, ასევე 7 ელექტროსადგური კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ენერგეტიკოსების თქმით, ელექტრომომარაგება აღდგენილია 3571 დასახლებაში პოლტავას, სუმის, ტერნოპოლის, ლვოვის, კიევისა და ხმელნიცკის რაიონებში.

ხანძრის ჩაქრობასა და სამაშველო ოპერაციებში 1000-ზე მეტი ადამიანი და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 120-მდე ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics