13:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 19:01:08, 1757 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი -დღევანდელმა ძლიერმა სარაკეტო თავდასხმებმა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას დაარტყა

დღევანდელმა ძლიერმა სარაკეტო თავდასხმებმა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას დაარტყა. - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს არ ყავს დიდი რაოდენობის რაკეტა დარჩენილი.

"დღევანდელმა ძლიერმა სარაკეტო თავდასხმებმა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას დაარტყა, ეს კიდევ ერთხელ არის სისუსტის გამოვლინება, ეს არის იმის გამოვლინება, რომ პუტინი მარცხდება.  ამით მას სურს ჩვენში ქაოსი და პანიკა დათესოს,რუსეთს არ ყავს დიდი რაოდენობის რაკეტა დარჩენილი და ადრე თუ გვიან ისინი დასრულდება. ზუსტად ვიცით, რომ უკვე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 24 თებერვლამდე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics