|
2022-10-03 11:55:32, 1004 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის დირექტორის პირველ მოადგილე შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის დირექტორის პირველ მოადგილეს ერიკ პიტერსონს შეხვდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, რომელთა მიზანიც როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ეფექტიანი საქმიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. შეხვედრის ფარგლებში, ასევე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებულ შტატების მნიშვნელოვან წვლილს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში. საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ბევრი წარმატებული პროექტი ხორციელდება, მათ შორის - თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ტრანსნაციონალური და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მხარდაჭერის მიმართულებით და სხვა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)