|
2022-09-29 17:11:27, 797 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მსოფლიოში საუკეთესოა - Global Finance-ის აღიარება
თიბისის ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მსოფლიოში საუკეთესოა - გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემამ Global Finance, თიბისის ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ უკვე მეორედ აღიარა. კონკურსის შედეგები „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების“ 23-ე ცერემონიაზე გამოაქვეყნდა. „ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ კატეგორიაში მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოდ დაგვასახელეს. ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება გაუმარტივოს, ეს აღიარება კი ამის დასტურია. თიბისისთან ერთად Global Finance-ის კონკურსში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, ვფიქრობ საერთაშორისო დონეზე ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის განსაკუთრებით საამაყოა,” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. „პანდემიამ ბანკების გაციფრულების პროცესი დააჩქარა. ჩვენ ვხედავთ, რამდენად სწრაფად ვითარდება ციფრული სერვისები საფინანსო სფეროში. ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც საუკეთესო და გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დანერგეს, ჩვენ მიერ შეფასდა, როგორც Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკები 2022 წელს,” - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი. 2022 წელს, თიბისიმ, როგორც ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებული აღიარება - ჯამში 11 ჯილდო მოიპოვა. Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს ფინანსური ინსტიტუციები. უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)