|
2022-09-28 17:00:45, 1183 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მე-10 საიუბილეო თბილისიმარათონი გაიმართა
„საქართველოს ბანკი“ სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ჩართულობით დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში, რიგით მე-10, საიუბილეო თბილისიმარათონი ჩატარდა. ნახევარმარათონი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით გაიმართა და სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღო. თბილისიმარათონი 3 გარბენისგან შედგებოდა: ნახევარმარათონი (21,097 კმ); 10 კილომეტრიანი გარბენი და ბავშვთა გარბენები (6-11 წლამდე - 500მ და 11-15 წლამდე - 1,2კმ). მარათონის მონაწილეებმა წელსაც საქველმოქმედო მიზნებისთვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბინეს. მიზანი იდენტურია - ღონისძიებიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ წლევანდელ ბენეფიციარს - ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრის 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯის მშენებლობას მოახმარს. „ამ დრომდე ქვეყანაში არსებული ყველა ცენტრი მხოლოდ 16 წლამდე აუტიზმის მქონე ბავშვების თერაპიას ემსახურება. 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის არ არსებობს არცერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ფერადი ქალაქი, რომელსაც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აშენებენ, რეგიონალური მასშტაბის პროექტია, სადაც ბენეფიციარები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს განივითარებენ“,- აცხადებენ თბილისიმარათონის ორგანიზატორები. ცნობისთვის, თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს. სულ გარბენში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა ადამიანმა 47 ქვეყნიდან და 600- მდე ბავშვმა. 2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)