|
2022-09-28 10:01:25, 1304 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ პუტინის ომში ბრძოლა, შეუძლიათ, აშშ-ის თავშესაფარი მოითხოვონ
ჩვენ ვხედავთ საპროტესტო აქციებს რუსეთის ქუჩებში. ვხედავთ, რომ ადამიანები ხელს აწერენ პეტიციებს და ვფიქრობ, მესიჯი, რომელსაც ისინი გვიგზავნიან, ძალიან ნათლად არის ის, რომ ამ ომს, რომელიც პუტინმა დაიწყო, ამ ომს, რომელიც დაიწყო კრემლმა, მხარს არ უჭერენ,- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ-ჟანპიერმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში არიან ადამიანები, რუსები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში ან არ სურთ დაიღუპონ ამისთვის, ეს ძალიან ცხადია. „მათი მესიჯი ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი. ჩვენ ვეუბნებით ამ ხალხს, ვიცი, რომ იყო შეკითხვა, რომელიც დაისვა დევნისგან თავშესაფრის ძიების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მათი ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე და მათი განცხადება სათითაოდ განიხილება. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს და მათ ეს უნდა გააკეთონ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინელების მამაცობაზე, რომლებიც იბრძოდნენ ამ ომში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის. რასაც ჩვენ ვხედავთ რუსეთში, არის რუსი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მათ არ სურთ ეს ომი. ისინი მხარს არ უჭერენ პუტინის ომს. კიდევ ერთხელ, ჩვენ ეს არაერთხელ ვთქვით, ამ ომის შეჩერება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია და ეს პრეზიდენტი პუტინია. სწორედ მან დაიწყო ეს არაპროვოცირებული, ბრუტალური ომი და მასზეა დამოკიდებული მისი შეჩერება. რასაც ახლა ვხედავთ, ეს ძალა არაა, ესაა სისუსტე პრეზიდენტი პუტინისგან“,- განაცხადა პრესმდივანმა. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას. ამასთან, 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების „რეფერენდუმები“ ჩატარდება.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)