|
2022-09-22 19:03:03, 1785 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - მობილიზაცია ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობას გაზრდის
მობილიზაცია და 300 ათასი ადამიანი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობა გაიზრდება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი აქცენტს უფრო ცოცხალ ძალაზე გააკეთებს, ვიდრე ჭურვებზე, რადგან ჭურვი ფული ღირს, ამ ადამიანებს კი პუტინისთვის ფასი არ აქვს. "მობილიზაცია და 300 ათასი ადამიანი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობა გაიზრდება. შოიგუს რომ დავუჯეროთ, 6 ათასი დაიღუპა. სრული სიცრუეა. ომი უკრაინის ტერიტორიაზეა, ამიტომ მოტივაცია მაღალი გვაქვს. ომის ინტენსივობა უფრო გაიზრდება. შეიცვლება მეთოდიც. რუსეთი აქცენტს უფრო ცოცხალ ძალაზე გააკეთებს, ვიდრე ჭურვებზე, რადგან ჭურვი ფული ღირს, ამ ადამიანებს კი პუტინისთვის ფასი არ აქვს. რუსეთი თეორიებს თხზავს და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თითოეული რეგიონის დეოკუპაციას მოვახდენთ. ამ ომს სხვა დასასრული არ ექნება. მითი, რომ რუსეთს ყველაზე ძლიერი არამია ჰყავს - დაიმსხვრა. რუსეთმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა არ იციან და სტრატეგია არ აქვთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)